13:08 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1359)
131 0 0

ტესტების მორიგი პარტია, პირველ რიგში, სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც ამჟამად ქვეყანაში ვირუსის ძირითადი შემომტანები არიან.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 117 ათასი სწრაფი ტესტი შეიძინა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კერძოდ, საქართველომ კორეული კომპანია BIOSENSOR-სგან შეიძინა 50 ათასი ტესტი ანტიგენებზე (შეუძლია წუთებში განსაზღვროს, არის თუ არა ინფიცირებული ადამიანი), ხოლო კომპანია Green lab/Biogene-სგან – 67 ათასი ტესტი ანტისხეულებზე (პასუხი ცნობილია რამდენიმე საათში).

ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ხარძიანმა განაცხადა, რომ ეს ტესტები განკუთვნილია სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის, რომლებიც დღეისათვის ქვეყანაში ვირუსის ძირითადი შემომტანები არიან, ასევე სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის ცალკეულ სამედიცინო დაწესებულებებში.

„სამინისტროს უსასყიდლოდ გადმოეცა კორეული კომპანია BIOSENSOR-ის მიერ 5 ათასი ცალი ანტიგენ/ანტისხეულის ტესტი, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, – აღნიშნა ხარძიანმა.

მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში ეხმარება და ლიდერ-პარტნიორად არის მიჩნეული ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში, ასევე ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით.

კორონავირუსზე ტესტის ჩატარება საქართველოში ჩვეულებრივ პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი>>

მსოფლიო ბანკმა 1 მაისს საქართველოს 80 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი გამოუყო, რათა დაეხმაროს საქართველოს მთავრობას კორონავირუსის პანდემიის სამედიცინო და სოციალური შედეგების შერბილებასა და აღმოფხვრაში.

პროექტის ღირებულება მთლიანად 180 მლნ დოლარია. დანარჩენი 100 მლნ დოლარი აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკმა გამოყო.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1359)

მთავარი თემები