10:31 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1072)
13301

ქართული მხარე მზადაა, სომეხ კოლეგებს იმ საკითხებში დაეხმაროს, სადაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველო მზადაა, დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ქართველმა ექიმებმა სომეხ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილება გაუზიარეს>>

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლაში, შეზღუდვების დროულად დაწესებისა და მედპერსონალის ორგანიზებულობის წყალობით, დიდ წარმატებებს მიაღწია. ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, დღეისთვის გამოვლენილია ინფიცირების 958 შემთხვევა. აქედან განიკურნა 838 ადამიანი, გარდაიცვალა 15 პაციენტი.

„ჩვენ დამოკიდებული ვართ სომხურ მხარეზე და იმ საჭიროებებზე, რომელ საჭიროებებს დაასახელებენ ისინი. საქართველოს მხარე მზად არის, რომ მეზობელ ქვეყანას გაუწიოს ის დახმარება, რომელიც მათ სჭირდებათ", – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველომ და სომხეთმა თავიანთი გამოცდილება კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის საკითხებში უკვე გაუზიარეს ერთმანეთს ონლაინ-შეხვედრის დროს. უფრო ადრე საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველო მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად სომხეთში მედიკოსებს გაგზავნის.

7 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში გამოვლენილია კორონავირუსის 29 285 შემთხვევა, აქედან გარდაიცვალა 503 ადამიანი.

სომხეთში 16 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომელიც 13 ივლისამდე გაგრძელდება.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1072)

მთავარი თემები