19:21 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1645)
61 0 0

ხანძრების გაჩენის მხრივ ყველაზე მეტად საშიში ზაფხულის სეზონია – ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ხანძრების გაჩენას.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისა და იმ აკრძალვების შესრულებისკენ მოუწოდებენ, რომელიც ტყეში გადაადგილებაზე ვრცელდება. 

უწყებების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტყის ხანძრების ძირითადი გამომწვევი მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა. მაღალი ტემპერატურის გამო ხანძრების გაჩენის მხრივ ყველაზე მეტად საშიში ზაფხულის სეზონია. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ხანძრების გაჩენას.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 9 ივლისამდე ჰაერის მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. 7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40-42 გრადუსს, მთიან რაიონებში 36-37, ხოლო შავი ზღვის სანაპიროზე 33-35 გრადუსს მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34–39 გრადუსს, მთაში კი 29–34 გრადუსს მიაღწევს.

სვანეთის მთებში მეხანძრე-მაშველები მესამე დღეა ცდილობენ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან დილიდანაა მობილიზებული დამატებითი ძალები – როგორც სპეციალური ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. ხანძარს ებრძვის 110 მეხანძრე-მაშველი, შვიდი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სამი ვერტმფრენი. 

რისკის ზონაში 11 ოჯახი ცხოვრობს. ძლიერი დაკვამლიანების გამო ამ ზონიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა.

მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობა რთული რელიეფის, ქარისა და ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო უჭირთ. აუცილებლობის შემთხვევაში მთელი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება.

სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ხელმძღვანელობენ.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს, დღის მეორე ნახევარში შევიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1645)

მთავარი თემები