კორონავირუსის ახალი შემთხვევები და წყაროები

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების ადგილობრივი წყარო არ გამოვლენილა, ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსი არ ცირკულირებს.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ხუთივე ახალი შემთხვევა ადგილობრივი წარმოშობისა არ არის, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

კერძოდ, ახალი ინფიცირებულებიდან სამი ტრაილერის მძღოლია, ორი – სომხეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე.

ტესტი - Sputnik საქართველო
პლუს რვა: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

საქართველოში მოქმედი წესების მიხედვით, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს ტესტირებას პირდაპირ საზღვარზე უტარებენ, საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მათ კლინიკაში გზავნიან.

„ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ შემოტანილი შემთხვევა – სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული პაციენტები არიან, რომლებიც კარანტინში ბრძანდებოდნენ. იქ მონიტორინგის დროს დაუდასტურდათ და გადმოიყვანეს გუშინ ჩვენს ცენტრში. საქართველოს მოქალაქეები არიან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა", – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 24 ინფიცირებული პაციენტია. ეპიდემიოლოგის თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. არც ერთ მათგანს არ აღენიშნება დაავადების პროგრესირება. უმრავლესობის მდგომარეობა ან საშუალო სიმძიმის, ან საშუალოზე მსუბუქია.

ფიტნეს–ცენტრებისა და საცურაო აუზების მფლობელებს პირობები წაუყენეს>>

ეზუგბაია მიიჩნევს, რომ მეზობელ ქვეყნებში სიტუაციის გაუარესება და მეორე ტალღის დაწყება საქართველოზეც შეიძლება აისახოს. მაგრამ, მისი თქმით, ქვეყანა შეძლებს ასევე წარმატებით გაუმკლავდეს ვირუსის მეორე ტალღას და გააკონტროლოს COVID-19-ის გავრცელება.

„მსოფლიოში მეორე ტალღაზე საუბრობენ და არის უკვე ნიშნები იმისა, რომ, გარკვეულწილად, ზოგიერთ ქვეყანაში განახლდა, ზოგიერთ ქვეყანაში გამძაფრდა. ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მონაცემებს, ზომიერ, კონტროლირებად მატებას, თუ ჩვენ გავაგრძელებთ კოვიდთან თანაცხოვრების ამ რეჟიმში ურთიერთობას, არსებული რეგულაციების შენარჩუნებით, მეორე ტალღა თუ იქნება, იმედია, რომ ეს არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი. როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით, ისევე გავუმკლავდებით მეორე ტალღას", – განაცხადა ეზუგბაიამ.

გარდა ამისა, ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ აუცილებელია კორონავირუსთან ბრძოლის ამჟამინდელი მაჩვენებლის შენარჩუნება, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ევროპაში. ამისთვის მთავრობამაც, ექიმებმაც და მოქალაქეებმაც შეთანხმებით უნდა იმოქმედონ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ წესების შესრულებას. ეს, მისი თქმით, სიტუაციის გამწვავებას აგვაცილებს თავიდან.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ამ დროისათვის COVID-ცენტრებში 105 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 87,5%.

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 958 ადამიანი, აქედან განიკურნა 838, ხოლო გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინში იმყოფება 3 903 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშაა 202.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0