08:24 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი (141)
102 0 0

ბოლო წლებში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ლაშიჭალას მინერალური წყლების აბაზანებს სამკურნალო თვისებები გააჩნია

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალნეოლოგიურ კურორტ ლაშიჭალას ესტუმრა, ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტი ცაგერს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა. ბოლო დღეებში ის ლეჩხუმში, უჯარმაში და გურიაში იმყოფებოდა.

კურორტი მდინარე ლაჯანურას ხეობაში მდებარეობს. ლაშიჭალას საქართველოს ბალნეო-კლიმატურ კურორტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია, სადაც მინერალური წყლების დალევა ახდენს გამოხატულ მანორმალიზებელ ზეგავლენას საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიების მქონე ავადმყოფობებზე.

ამავე დროს, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ლაშიჭალას მინერალური წყლების აბაზანები სამკურნალო ზეგავლენას ახდენენ: გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული და პერიფერიული ნერვული სისტემის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შარდ-სასქესო ორგანოების ზოგიერთი პათოლოგიების მქონე ავადმყოფობებზე.

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს გაიხსნა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ ეტაპობრივად იხსნება ტურისტული ადგილები.

 

საქართველოს ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო.

თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (141)

მთავარი თემები