08:42 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1361)
156 0 0

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, პირველი არხის ეთერში განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, სამიდან ორი დაავადებული ტრაილერების მძღოლია.

ერთ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამი დაავადებულის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე ამ დილით გამოჩნდა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღისით გამოვლენილი ორი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. ერთ-ერთი არის 27 წლის მამაკაცი, რომელიც თურქეთის გავლით ყაზახეთიდან დაბრუნდა, ხოლო მეორე ქალია და ის ერთ-ერთ ადგილობრივ კლინიკაში მუშაობს.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 951 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 828 ადამიანი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1361)

მთავარი თემები