კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© AP Photo / Matthias Schrader COVID-19-ზე აღებული ანალიზები
 COVID-19-ზე აღებული ანალიზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 825 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3310, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 203 პაციენტია.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 946-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 825 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3310, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 203 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0