მძღოლების საყურადღებოდ! ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი გაიხსნა

© photo: Government of Georgia / FBქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი
ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გახარიას თქმით, ერთი კვირის შემდეგ გაიხსნება სამტრედია–გრიგოლეთის კიდევ ერთი მონაკვეთი, ასევე ზაფხულში – ხაშურის შემოვლითი გზა.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ქუთაისის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი ორი ზოლის მშენებლობა დასრულებულია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.

პრემიერის ინფორმაციით, გზის დარჩენილი 22,3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად ოთხზოლიანი გახდება. 

© photo: Government of Georgia / FBქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი
მძღოლების საყურადღებოდ! ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი გაიხსნა - Sputnik საქართველო
ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი

მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდისთვის საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორი ახალი ზოლის მშენებლობა დააფინანსა, პროექტის ღირებულებამ თითქმის 200,3 მლნ ლარი შეადგინა.

პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოებას და შესაძლებელს გახდის ამ გზის  ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით სარგებლობას.

„ამ გზაზე უსაფრთხოების თემა ყოველთვის აქტუალური იყო... გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს. დღეს გაიხსნა ამ გზის 19-კილომეტრიანი მონაკვეთი. წლის ბოლომდე ეს გზა, ფაქტობრივად, სრულად გაიხსნება, რაც კომფორტთან ერთად უსაფრთხოების დიდი გარანტია იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნის სტუმრებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, ერთი კვირის შემდეგ გაიხსნება სამტრედია–გრიგოლეთის კიდევ ერთი მონაკვეთი, ასევე ზაფხულში – ხაშურის შემოვლითი გზა. 

© photo: Government of Georgia / FB პრემიერი გიორგი გახარია ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთის გახსნას დაესწრო
მძღოლების საყურადღებოდ! ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი გაიხსნა - Sputnik საქართველო
პრემიერი გიორგი გახარია ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთის გახსნას დაესწრო

პრემიერის თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი კვანძი წითელი ხიდი-სარფის მაგისტრალის და წელს ამ მაგისტრალის 70 კილომეტრი გაიხსნება, რაც დროის ეკონომიასთან ერთად მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების გარანტიაც იქნება.

თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასასვლელად საჭიროა 8 საათი, მაგისტრალის დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიის გასავლელად საკმარისი იქნება 4–4,5 საათი.

ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება. გზის მშენებლობა 2022 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაზე ერთ მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება. 

© photo: Government of Georgia / FBქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი
მძღოლების საყურადღებოდ! ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი გაიხსნა - Sputnik საქართველო
ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0