14:05 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1359)
491 0 0

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვარი, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მარტში ჩაკეტა და ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეწყვიტა.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. საქართველო მეზობელ სახელმწიფოებთან სახმელეთო საზღვრების გახსნისგან თავს იკავებს, რათა თავიდან აირიდოს ქვეყანაში კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.

„სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ტვირთების გადაზიდვა, შეუფერხებლად ხორციელდება“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. 

გახარიას თქმით, ყველა მძღოლი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებს, საქართველოს საზღვარზე და ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში სამედიცინო კონტროლს გადის.

„აქ კონტროლი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვარი, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მარტში ჩაკეტა და ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეწყვიტა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

სამთავრობო ვებ-გვერდზე StopCov გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 943-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 821. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1359)

მთავარი თემები