„იმპორტირებული“ შემთხვევები გვიტევს: ვინ არიან ინფიცირებულები

გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით 107 პაციენტი მკურნალობს. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა თითქმის რვაჯერ აღემატება ინფიცირებულთა რაოდენობას.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხივე შემთხვევა შემოტანილია, განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

კერძოდ, ორი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, კიდევ ორი პაციენტი კი სხვა ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები არიან.

ამ დროისათვის „კოვიდ–ცენტრებში“ 107 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 87%-ია.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 943-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 821, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 242 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0