10:45 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
473 0 0

გამოძიების ვერსიით, 20 ივნისს „მთავარ არხზე“ გავიდა „გამოგონილი“ და „განზრახ დამახინჯებული“ სიუჟეტი, რომელიც ასახავდა ცრუ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციის შესახებ.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ის ფაქტი, რომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სიუჟეტი  კორონავირუსის თაობაზე ფიგურირებს საბოტაჟის შესახებ საქმეში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) იძიებს, არ წარმოადგენს ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.

პრემიერმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, დაწყებული გამოძიება ხომ არ წარმოადგენს „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას იმ მიზნით, რომ ტელეკომპანიამ კრიტიკული რეპორტაჟების მომზადება შეწყვიტოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს, „მთავარი“ არ დაუშვებს მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმეს ჩარევას. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ასევე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ დღეს საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არავის არ აძლევს შესაძლებლობას, პოლიტიკური თუ სხვა თვალსაზრისით ჩაერიოს რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში", – განაცხადა გახარიამ. 

სუს-ის განცხადებით, „საბოტაჟის საქმეზე“ გამოძიება 2020 წლის 16 მარტს დაიწყო. თუმცა, აღნიშნული საქმის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი ივნისში გახდა, როდესაც უწყებამ „მთავარი არხის“ სიუჟეტის გმირების გამოკითხვა დაიწყო.

სკანდალურ სიუჟეტში ტელეკომპანიამ ხელისუფლება COVID-19-ით გარდაცვალების რიცხვის ხელოვნურ გაზრდაში დაადანაშაულა. ერთ-ერთ სიუჟეტში ტელეარხი ამტკიცებდა, რომ ექიმები და ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტში მართავენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებთან და სთავაზობენ ფულად თანხებს იმის სანაცვლოდ, რომ მათ სიკვდილის მიზეზად კორონავირუსი გაეფორმებინათ.

გამოძიების ვერსიით, 20 ივნისს „მთავარ არხზე“ გავიდა „გამოგონილი“ და „განზრახ დამახინჯებული“ სიუჟეტი, რომელიც ასახავდა ცრუ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციის შესახებ.

ბრალდების დასადასტურებლად სუს-მა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოითხოვა იმ ვიდეომასალის სრული ჩანაწერი, რომელთა საფუძველზეც გავიდა ეთერში აღნიშნული სიუჟეტი.

საბოტაჟის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მთავარი თემები