11:00 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (155)
152 0 0

ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომელთათვისაც 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways-ის რეისი პარიზი–თბილისი, რომელზეც ბილეთები წინასწარ იყო გაყიდული, 7 ივლისს შესრულდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი სიტყვებით, აღნიშნული რეისი ორგანიზებული იქნება უმაღლეს დონეზე და გატარდება ყველანაირი ეპიდემიოლოგიური ღონისძიება, რათა რეისი უსაფრთხოდ შესრულდეს. 

„თქვენ იცით, რომ ჩარტერული რეისები სრულდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ეს რეისი არ იყო შეთანხმებული და ამის გამო გარკვეული პრობლემები შეიქმნა, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რეისი პარიზი–თბილისი 7 ივლისს შესრულდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც თურნავამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ფრენების ახალი გრაფიკი შემუშავდება და გამოქვეყნდება.

„ეს იქნება ე.წ. სოციალური ფრენები, ანუ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენი თანამემამულეების ჩამოსაყვანად დაგეგმილი ფრენები ძალზე ხელმისაწვდომ ფასებში, რამდენადაც ეს იქნება სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ფრენები და ამ ფრენებს შეასრულებს რამდენიმე ავიაკომპანია“, – განაცხადა მინისტრმა.

თურნავას თქმით, საქართველო ეტაპობრივად დაამატებს ჩარტერულ რეისებს, შემდეგ კი რეგულარულ ფრენებზე გადავა. ყოველივე დამოკიდებული იქნება იმ მოლაპარაკებების დასრულებაზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებთან მიმდინარეობს. 

ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომელთათვისაც 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოსა და რამდენიმე მესამე ქვეყნისთვის საკუთარი საზღვრების გახსნის შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა და ლატვიამ.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მხოლოდ 30 სექტემბრიდან აუქმებს. ამის შესახებ იუწყება საქართველოს საელჩო ვენაში.

საქართველომ, თავის მხრივ, კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე 1 ივლისიდან გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადადო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვითაა განპირობებული. 

Georgian Airways–ის ჩარტერული რეისების განრიგი
© Sputnik / Konstantin Ivanov.
Georgian Airways–ის ჩარტერული რეისების განრიგი
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (155)

მთავარი თემები