„რა სინდისით გძინავთ მშვიდად...“ – ჩანჩქერზე დაღუპული გოგონას დედის ემოციური სტატუსი

© photo: TripOp / FBგურგენიანის ჩანჩქერი
გურგენიანის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაგოდეხის ნაკრძალში, ჩანჩქერზე დაღუპული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. გასული წლის 26 მაისს სკოლის ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას, 16 წლის სოფიო ნიკოლეიშვილის დედა ლანა ნიკოლეიშვილი შვილის პედაგოგებისთვის ბრალის წაყენებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ყველა პედაგოგმა უნდა იცოდეს, რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა სხვისი შვილების სადმე წაყვანას დაგეგმავს.

„შვილი რომ ჩაგაბარეთ, ჩემი ხელით რომ ჩაგისვით ავტობუსში, უკან რატომ არ მომიყვანეთ და რა სინდისით გძინავთ ამ ხნის მანძილზე მშვიდად?!” – წერს ლანა ნიკოლეიშვილი.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონის“ პედაგოგებს ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ბრალი წარუდგინა.

„ერთი თხოვნა მაქვს დეო, მიშველე რაც შეძლო, ისე მალე...“ - ჩანჩქერზე დაღუპული გოგონას დედა >>>

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

ბრალდების მხარე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

მდინარე - Sputnik საქართველო
საშინელი ტრაგედია მისინში: მდინარეში ერთდროულად რვა ბავშვი დაიხრჩო

„საქართველოს პროკურატურა მიმართავს სკოლა „ალბიონის“ ადმინისტრაციას ვ.ქ.-სთვის პედაგოგიური საქმიანობის შეჩერების თაობაზე. რაც შეეხება ნ.ს.-ს, იგი აღარ ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას“, – განაცხადეს პროკურატურაში.

უბედური შემთხვევა ნინოსხევში მოხდა. სოფი ნიკოლეიშვილი თანაკლასელებთან ერთად გურგენიანის ჩანჩქერზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. მაშველებმა მის ცხედარს წყალში 24-საათიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს.

ყველა ახალი ამბავი
0