Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სახლი სამზარეულოს გარეშე და ცოცხალი კედლები – ქეთა თოფურიას მდიდრული აპარტამენტი მოსკოვში

© Photo: Keti Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთა თოფურიას მოსკოვში ფეშენებელური ბინა აქვს – ულამაზესი ინტერიერით და ნათელი ფერებით. ნახეთ სახლის ფოტოები.

ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია, 2005 წელს A'Studio-ს ვოკალისტად დამტკიცების შემდეგ, საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მომღერალმა საცხოვრებლის დიზაინი რუსეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს ლელა ქავთარაძეს მიანდო.

ლელა ქავთარაძეც წლებია რუსეთში მოღვაწეობს და იქ საკმაოდ წარმატებულ დიზაინერად მიიჩნევა. რუსული ესტრადის ბევრი ვარსკვლავის სახლი თუ აგარაკი მოუწყვია და გაულამაზებია. მის შესახებ რუსეთში ხშირად წერენ, მისი სტუდია ერთ-ერთ გამორჩეულად მიიჩნევა, მისი გაფორმებული რესტორნები თუ ოფისებიც უკვე არც ისე ცოტაა, თუმცა საქართველოში მას ნაკლებად იცნობენ.

100 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი და მომღერალი აქ იმ პერიოდში გადავიდა საცხოვრებლად, როდესაც ბიზნესმენ ლევ გეიხმანს გაჰყვა ცოლად, მანამდე მომღერალი დედასთან ერთად მუქ ფერებში გადაწყვეტილ ბინაში ცხოვრობდა.

მოსკოვში, მეტრო „დინამოსთან“ არსებული ბინა ნათელ ფერებშია, არ აქვს სამზარეულო და კედლებზე მცენარეების ცოცხალი დეკორაციებია. როგორც ქეთა ამბობს, გრაფიკიდან გამომდინარე, არასდროს აქვს იმის დროს, რომ სამზარეულოში იტრიალოს, შესაბამისად, სამზარეულოსაც სახლში ფუნქცია დაკარგული აქვს, თანაც ყველამ იცის, რომ მისი საყვარელი საჭმელი კარტოფილის ფრი და სტეიკია, რისი მომზადებაც სახლში აუცილებელი არ არის.

მომღერალმა საყვარელ დიზაინერს წყნეთში ფეშენებელური ვილაც ააშენებინა, სადაც ზაფხულობით შვილთან ერთად ატარებს დროს. ამჟამად მომღერალი ახალ ბოიფრენდთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად ცხოვრობს მოსკოვის გარეუბანში, ფეშენებელურ სახლში.

ყველა ახალი ამბავი
0