13:43 03 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6420
  • 100 RUB4.1573
  • USD3.0721
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
132 0 0

ახალი ფორმატის დოკუმენტს მრავალი პლუსი აქვს. მაგალითად, ნაოსნობის წიგნაკში შესაძლებელი იქნება ნაოსნობის ისტორიის მონაცემების შეტანა და მეზღვაურს ყოველი შესრულებული რეისის შემდეგ აღარ მოუწევს ცალკე ინდივიდუალური ცნობის აღება გემიდან.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ქართველი მეზღვაურების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს 150 წლის ისტორიის მქონე ევროპული კომპანია ANY Security Printing Company Plc დაამზადებს, ნათქვამია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

საზღვაო ტრანსპორტის კომპანია, მეზღვაურთა შრომის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, ახალი ფორმატის ორ მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტს გასცემს – მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათსა და ნაოსნობის წიგნაკს.

ეს დოკუმენტები არსებულ მეზღვაურის წიგნაკს ჩაანაცვლებს.

„მეზღვაურთა პირადობის საერთაშორისო კონვენციაში შესული ცვლილებების თანახმად, მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი უნდა შეიცავდეს უკონტაქტო მიკროსქემას და ის დროთა განმავლობაში ჩაანაცვლებს მეზღვაურის ვიზას კონვენციის წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსა და მსხვილ სატრანზიტო ზონებში", – ნათქვამია განცხადებაში.

ნაოსნობის წიგნაკში შესაძლებელი იქნება ნაოსნობის ისტორიის მონაცემების შეტანა და ყოველი დასრულებული ნაოსნობის შემდეგ მეზღვაურს აღარ დასჭირდება ინდივიდუალური ცნობის აღება გემიდან.

უნგრული კომპანია ANY Security Printing Company Plc, რომელმაც საერთაშორისო ტენდერი მოიგო და რომელიც მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, სპეციალიზდება გაყალბებისგან დამცავი ნიშნების შემცველი დოკუმენტების, მათ შორის სავალუტო ერთეულების ბეჭდვაში.

„კომპანია იყენებს ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიცაა ნანოტექნოლოგიები, გააჩნია საკუთარი ლაბორატორია და ჰყავს მსოფლიო დონის სპეციალისტები", – აღნიშნულია განცხადებაში.

მთავარი თემები