კორონავირუსის ახალი შემთხვევები: ცნობილია თუ არა ინფიცირების წყაროები

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ინფქციური
თბილისის ინფქციური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის კლინიკებში, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს იღებენ, 127 ადამიანი მკურნალობს. პანდემიის დასაწყისიდან 776 ადამიანი განიკურნა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი საკარანტინო ზონას უკავშირდება, ხოლო ერთი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ახალი ინფიცირებულებიდან ორი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს და ამჟამად იქ 26 ადამიანი მკურნალობს.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
სიძის ინფიცირების წყარო სიდედრი აღმოჩნდა – რა მოხდა ყარაჯალაში

„ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ჩვენს პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირი (ყარაჯალის შემთხვევა), ოჯახის წევრი (მოზრდილი) და მეორე გახლავთ საკარანტინო სივრციდან შემოსული პაციენტი, შემოტანილი შემთხვევა, რუსეთიდან არის შემოსული ჩვენთან. საკარანტინო სივრცეში იყო, იქ დაუდასტურდა და გადმოიყვანეს", – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ორივე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამ დროისთვის COVID-ცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 917 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 776 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.

COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა>>

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2744 ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 258 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0