რა მიუძღვნეს ბათუმელებმა ქალაქის ახალ სიმბოლო კუპატას

© Department of Tourism and Resorts of Adjara„კუპატა" ბათუმიდან
„კუპატა ბათუმიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლა სიმპათიური ქუჩის ძაღლი ზღვისპირა ქალაქის ისტორიაში შევა, ხოლო მომავალში, შესაძლოა, ბავშვებს გმირი ძაღლის შესახებ ზღაპრებიც მოუყვნენ

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ბათუმის უსახლკარო ძაღლს, მეტსახელად „კუპატას", რომელიც ცნობილია, როგორც ბავშვების დამცველი და საგზაო წესების დარღვევის მოწინააღმდეგე, გრაფიტი მიუძღვნეს. ნახატის ავტორია ქართველი მხატვარი George Gamez.

ძაღლის პორტრეტი ოქროს გვირგვინით ქალაქის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელზე გამოჩნდა. ადამიანები კომენტარებში წერენ, რომ მოხარული არიან ამ ნახატისა ქალაქში და ბათუმელებს იდეისთვის აქებენ.

კუპატა - ბათუმის ახალი სიმბოლო
რა მიუძღვნეს ბათუმელებმა ქალაქის ახალ სიმბოლო კუპატას - Sputnik საქართველო
კუპატა - ბათუმის ახალი სიმბოლო

„კუპატამ" სახელი მთელ მსოფლიოში მას შემდეგ გაითქვა, რაც ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ის ბავშვების ჯგუფს გზაზე გადასვლაში ეხმარება და მათ ავტომობილებისგან იცავს. ასეთი "გმირობისთვის" ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას სახლი დაუდგა წარწერით „ხალხის რჩეული".

ვიდეომ „კუპატას" მონაწილეობით მილიონი ნახვა მოაგროვა და ქსელის მომხმარებლების აღტაცებული კომენტარები დაიმსახურა მთელ მსოფლიოში. მის გმირობას ამერიკული ტელეარხი ABC-ც გამოეხმაურა.

ყველა ახალი ამბავი
0