Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რა ტკბილად და თბილად ამბობს...“ - ნოდარ მელაძის უსაყვარლესმა ქალიშვილმა ლაპარაკი დაიწყო

© Facebook / Nodar Meladzeნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტის მეუღლე აქამდე უცნობ ვიდეოს აქვეყნებს. ნოდარ მელაძის შვილები სიტყვების წარმოთქმას ცდილობენ. ერთ-ერთი მათგანი მონატრებულ მამას ეძახის. ნახეთ უთბილესი ვიდეო

„მამა, ნოდარ, ასეც ვიცოდი. ეს მამაილა, ესა!“- ამ წარწერით ეხმაურება ნოდარ მელაძის მეუღლე ტყუპისცალის ვიდეოს. თეა ცეცხლაძის მოლოდინი გამართლდა - გოგონების პირველი სიტყვა მამა აღმოჩნდა. უსაყვარლეს ვიდეოზე თინანო გადაიღეს, რომელიც ჟურნალისტ მამას განსაკუთრებულად ჰგავს. ამას ოჯახის ახლობლები, ნოდარ მელაძის კოლეგები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ხშირად აღნიშნავენ: „ხედავ, მელაძეა, რა!“; „ვაიმე, მამას გოგოა“; „ეს მამაილა გოგო ძალიან საყვარელია“; „ჭეშმარიტი მელაძეა“; „თეა არც ეცადო გადაბირება. მამასია გოგოები, ცოტა დედასი…“.

26 აგვისტოს ჟურნალისტს ტყუპი ქალიშვილი შეეძინა. გოგონებს ნატატა და თინანო დაარქვეს. სოციალურ ქსელში გოგონები დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მამა მათთან გატარებულ დროს განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს.

ნოდარ მელაძის მზრუნველობა და შვილების მიმართ თბილი დამოკიდებულება „მთავარი არხის“ პირველი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ პირველ სიუჟეტშიც გამოჩნდა. ახალბედა მამა, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, შვილებს დიდ დროს უთმობს. ახალი „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ნოდარი ნატატას და თინანოს დიდი სიყვარულით უვლის.

„სხვა ცხოვ­რე­ბა, სხვა გან­ცდა, სხვა გრძნო­ბა. დღე­ი­დან ორი შვი­ლის მამა ვარ. ნა­ტა­ტა და თი­ნა­ნო მე­ლა­ძე­ე­ბი და­ი­ბად­ნენ. თეა ცეცხლაძე მად­ლო­ბა ამ დღის­თვის“, – წერდა მელაძე. კორონავირუსისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, რამდენიმე თვის მანძილზე ნოდარი თვითიზოლირებული იყო. ოჯახის წევრებთან დაშორება ძალიან უჭირდა, თუმცა ამ ნაბიჯით მათ ჯანმრთელობას უფრთხილდებოდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა თინანოს პირველი სიტყვების წარმოთქმა, როდესაც მამა მასთან ახლოს არ იყო. ვიდეოზე კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს უსაყვარლესი გოგონა სიტყვა მამის წარმოთქმას და ძალიან კარგად გამოსდის.

ცნობილი ჟურნალისტის ნოდარ მელაძის პატარების ნათლობა ქალაქგარეთ 22 დეკემბერს შედგა. პატარებს ცნობილი ნათლიები ჰყავთ. ტყუპები თეა ადეიშვილმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სოფო ნიჟარაძემ, ნიკა გვარამიამ, მარიკა ვერულაშვილმა და სხვებმა მონათლეს. ნათლობის ფოტოები Instagram-ზე ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა.

ყველა ახალი ამბავი
0