11:46 04 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0107
  • 100 RUB4.4084
  • USD3.3119
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (198)
590 0 0

კანონპროექტის თანხმად, სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საექიმო მოღვაწეობა ითვალისწინებს ჯარიმას 2-დან 3 ათას ლარამდე.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლის თანახმად სამედიცინო სფეროში დარღვევებისთვის ჯარიმები იზრდება, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

კანონპროექტის თანხმად, სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საექიმო მოღვაწეობა ითვალისწინებს ჯარიმას 2-დან 3 ათას ლარამდე.

სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევაზე დღეს არსებული ჯარიმა შეადგენს 5 ათას ლარს, რომელიც 7-დან 15 ათას ლარამდე იზრდება. 

რაც შეეხება სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობას, 10 ათასი ლარის ჯარიმა იზრდება 15 ათას ლარამდე. ცვლილებების თანახმად, ჯარიმები იზრდება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც. კერძოდ, 200-დან 500 ლარამდე ფარგლებში მოქმედი ჯარიმა იზრდება 2-დან 5 ათას ლარამდე.

სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესების დარღვევისთვის სამედიცინო დაწესებულება ათასიდან 2 ათას ლარამდე ჯარიმას გადაიხდის. განმეორებითი კანონდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 2,5-დან 3 ათას ლარამდე იქნება. იურიდიულ პირს კი 3-დან 4 ათას ლარამდე ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ასევე იცვლება სამედიცინო საქმიანობის ნებართვასა და ლიცენზიაზე ადმინისტრირების პირობები. შესაბამისი ცვლილებები შედის კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნებართვისა და ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული ჯარიმა განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სამმაგდება, დარღვევის კიდევ ერთხელ გამეორების შემთხვევაში ჯარიმა კიდევ ერთხელ სამმაგდება. ცვლილებების თანახმად, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, სამმაგ ჯარიმასთან ერთად, მაკონტროლებელ ორგანოს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ობიექტს საქმიანობა შეუჩეროს.

დარღვევების გამოსასწორებლად ობიექტს ერთი წლის ვადა ეძლევა. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი დადგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მაშინ მაკონტროლებელი ორგანო ობიექტს საქმიანობის განახლებაზე უფლებას მისცემს.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (198)

მთავარი თემები