15:07 05 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6190
  • 100 RUB4.1656
  • USD3.0729
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
99 0 0

პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სემინარები, ვორქშოფები, აგრეთვე არქიტექტურული პროექტების პრეზენტაციები.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოში 3-5 ივლისს პირველად გაიმართება ეკო-პროექტი სახელწოდებით „მწვანე სივრცე", აცნობეს ორგანიზატორებმა „Sputnik–საქართველოს".

ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ უფრო მეტი გაიგონ ეკოლოგიური არქიტექტურისა და საზოგადოებისთვის მისი სარგებლიანობის შესახებ.

„ჩვენთვის, „სივრცის" მთელი გუნდისთვის მთავარია ის, თუ როგორ ვუდგებით ბუნებას, რა მივეცით მას და რას ვიღებთ მისგან. მაგალითად, ეკოლოგიურად ჯანსაღი სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის 5 ივლისს ჩვენ სოციალურ მასტერ-კლასს გთავაზობთ", – აცხადებენ ორგანიზატორები.

მოსალოდნელია, რომ პროექტის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სემინარები, რომელთა მეშვეობითაც სტუმრები ეკო-მშენებლობის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

ღონისძიების პირველ დღეს არქიტექტურული პროექტების პრეზენტაციაა დაგეგმილი, ასევე გაიმართება ვორქშოფები თემაზე „როგორ ავაშენოთ სახლი ეკოლოგიური მასალების მეშვეობით".

შაბათს, 4 ივლისს ორგანიზატორები ღონისძიების სტუმრებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაზე იწვევენ, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი წარმოების პროდუქტები და სახლისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთები.

პროექტის ბოლო დღეს კი მონაწილეები მოამზადებენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან კერძებს, რომელთა დაგემოვნებასაც შემდეგ სტუმრებიც შეძლებენ. ორგანიზატორები ღონისძიების ყოველწლიურად გამართვას გეგმავენ.

მთავარი თემები