01:12 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1384)
127 0 0

ახალ ინფიცირებულებს შორის ორი სტუდენტია, რომლებიც სომხეთში სწავლობდნენ და დაბრუნდნენ – მათ ვირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდგინდათ.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო სივრცეს უკავშირდება, ერთის ინფიცირების წყაროს დადგენა კი ვერ მოხერხდა, განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მოცემულ მომენტში „კოვიდ-ცენტრებში" 129 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს, მათი რაოდენობა 24-ია. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.

კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ორი ახალი პაციენტია მოთავსებული, ორმა გამოჯანმრთელებულმა კი დაწესებულება უკვე დატოვა.

„ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან მძიმე არც ერთი არ არის. ერთს აღენიშნება მსუბუქი პნევმონია, მეორეს – არა. ორივე შემთხვევა შემოტანილია. ეს არის ორი სტუდენტი, რომლებიც სომხეთში სწავლობდნენ და დაბრუნდნენ, იმყოფებოდნენ კარანტინში, სადაც ვირუსი გამოუვლინდათ და შემოიყვანეს ჩვენთან", – განაცხადა ეზუგბაიამ.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 911-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელდა 768 ადამიანი, გარდაიცვალა – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2662, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1384)

მთავარი თემები