14:10 05 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6190
  • 100 RUB4.1656
  • USD3.0729
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1348)
168 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 908-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 761 ადამიანი.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორივე შემთხვევაში ინფექციის წყარო საქართველოს საზღვრებს გარეთაა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო ორ დღეში რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ერთი ბოლნისს უკავშირდება, ერთიც მარნეულს, დანარჩენი ექვსი შემთხვევა კი ე.წ. იმპორტირებულია.

„ბოლო შემთხვევების ინფიცირების წყარო ცნობილია, რაც გარკვეულწილად გვამშვიდებს. ორი დღის მანძილზე ჩვენმა ცენტრმა კორონავირუსის დიაგნოზით ექვსი პაციენტი მიიღო, ოთხი გაეწერა. ამ ეტაპზე ჩვენთან 23 დადასტურებული შემთხვევაა. ყველა ექვსივე პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია", – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, არც ერთი ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ფასდება როგორც მძიმე.

მოცემულ მომენტში „კოვიდ-ცენტრებში" 133 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 908-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 761 ადამიანი, გარდაიცვალა – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 269 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1348)

მთავარი თემები