Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ტვინს გაგასხმევინებდი...“ – ნახეთ რას წერდა ვახო ჭუმბურიძის შვილს ბიჭი, რომელიც დააკავეს

© Photo: Vaxo Chumburidze / FBვახო ჭუმბურიძე
ვახო ჭუმბურიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაკა ზამბახიძის ყოფილი მეუღლე იმ მამაკაცის მიმოწერას ასაჯაროებს, რომელიც მის 15 წლის გოგონას წერდა და ემუქრებოდა. მისი თქმით, იძულებული გახდა, მისი ვინაობა გაემჟღავნებინა.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ვახო ჭუმბურიძე, რომელიც საზოგადოებამ ცნობილი მომღერლის მაკა ზამბახიძის მეუღლის რანგში გაიცნო, სოციალურ ქსელში იმ კაცის ვინაობას ასაჯაროებს, ვინც, მისი თქმით, მის 15 წლის გოგონას ავიწროებს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება, თუ ცოლად არ გაჰყვება.

ირკვევა, რომ 15 წლის თინი ჭუმბურიძეს როკო ნემსაძე სწერდა და ემუქრებოდა. გუშინ ვახო ჭუმბურიძემ სოციალურ ქსელში ინფორმაცია პირველად გაასაჯაროვა და განაცხა, რომ როდესაც აღნიშნულის შესახებ გაიგო, ჯერ მოძალადის ოჯახს დაუკავშირდა, შეხვდა მის ახლობლებს და ეგონა, რომ სიტუაცია განეიტრალდებოდა, თუმცა მის შვილს სახლთან ისევ დახვდა აღნიშნული პიროვნება და ამის შემდეგ გადაწყვიტა სამართლებრივი გზებისთვის მიემართა, რომელიც ბიუროკრატიულად ძალიან იწელება დროში, შედეგად კი ზარალდება არასრულწლოვნის ფსიქიკური მდგომარეობა, ხოლო მასზე მოძალადე გარეთ ისევ თავისუფლად დადის.

ვახო ჭუმბურიძემ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, რომ თუ ისინი ვერ დაიცავენ, რადიკალური ზომების მიღება მოუწევს და იძულებული გახდება თავად დაიცვას საკუთარი შვილი. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რამდენიმე საათში ვახო ჭუმბურიძის არასრულწლოვანი შვილის მიმართ მუქარასა და ადევნებაში ბრალდებულ პირს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული როკო ნემსაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ მიმართა.

უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული თ.ჭ. არასრულწლოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების „ფეისბუქის“ და Instagram-ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.

მაკა ზამბახიძე მიხეილ ჩოხელი - Sputnik საქართველო
„მე გიხდით ბოდიშს...“ – მაკა ზამბახიძის ყოფილი ქმარი მის ჯვრისწერას ეხმაურება

მათივე ინფორმაციით, რ.ნ. სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა თ.ჭ.-სთან კომუნიკაციის დამყარებას. 2020 წლის 7 ივნისს ნემსაძე საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც თ.ჭ.-ს შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს თ.ჭ.-მ ბრალდებულისგან „ფეისბუქის“ მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.

პროკურატურამ ბრალი რ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვანის მიმართ ადევნებას და მუქარას გულისხმობს.

17 ივნისს თ.ჭ. დაზარალებულად იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0