Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სამაგალითო დედა-შვილი ხართ” – სოფო ნიჟარაძემ ელეგანტური დედა გამოაჩინა

© Facebook / Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მომღერალს უმშვენიერესი დედა ჰყავს. სოფო ნიჟარაძე დედასთან ერთად პოზირებს. ნახეთ, როგორ გამოიყურება მშვენიერი ქალბატონი.

სოფო ნიჟარაძის დედა სულ რამდენიმე კვირის წინ ბებია მეორედ გახდა. ცნობილმა მომღერალმა ფეხმძიმობა საგულდაგულოდ დამალა, ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ იეჭვა. სოფო ნიჟარაძე რამდენიმე თვეა ამერიკაში ცხოვრობს. არტისტმა ქვეყანა ფეხმძიმობის პირველ თვეებში დატოვა. მან ქალიშვილი სწორედ შტატებში გააჩინა. მასმედიაში სოფო ნიჟარაძის უკანასკნელი ინტერვიუც გავრცელდა, სადაც მომღერალი მუცლის დამალვას ცდილობს. „მთავარი არხის“ დილის ერთ-ერთი გადაცემა სოფოს სახლში ეწვია, სადაც მან საკუთარი დილის რუტინა საზოგადოებას გააცნო. აქ მომღერალი ორი თვის ფეხმძიმე იყო, თუმცა ეს ვერავინ შენიშნა. სოფო ნიჟარაძემ პირველ შვილს ელის-მარია დაარქვა.

სოფო ინტერვიუებში ჰყვება, რომ მისთვის დედის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. გადატვირთული გრაფიკის გამო ნიჟარაძე უამრავი საქმის მოგვარებას დედის დახმარებით ახერხებს. პოპულარული მომღერლის ერთგული მეგობარი მხოლოდ დედაა. ოჯახში წლების წინ ტრაგედია დატრიალდა. სოფომ და მისმა უმცროსმა ძმამ მამა დაკარგეს. 2013 წელს მეგა-პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისას, პირდაპირი ეთერის დაწყებამდე სოფომ შემზარავი ამბავი შეიტყო. ნიჟარაძეებმა ოჯახის წევრი დაკარგეს. როგორც ამბობენ, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ პირადი ექიმი დაჰყვებოდა და სცენაზე გასვლამდე ტკივილის შესამსუბუქებლად ნემსს უკეთებდა. ამ მიზეზით სოფო საბოლოოდ პროექტს გამოეთიშა. დიდი ხნის მანძილზე ის სცენას ვერ უბრუნდებოდა.

სოფოს დედა ქეთი ნიკოლაიშვილია. მათ განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. ჟურნალისტის კითხვაზე, დილით პირველს ვის ურეკავს, სოფო დაუფიქრებლად დედას ასახელებს. „დილით პირველს დედას ვურეკავ, რომ ვიღვიძებ, უკვე სამსახურშია და ვურეკავ, ვეკითხები სად არის... ვექაჩები, რომ სახლში დაბრუნდეს. ისე თუ ხდება, რომ დილით ადრე ვდგები და დედაჩემი სახლშია, ძალიან ბედნიერი ვარ. ვჯდები და არაფერს არ ვაკეთებს. ყველაფერს გამზადებულს მიტოვებს. მაცივარს აწერს, რაც არის საჭმელი“, – აღნიშნავს სოფო. მომღერალი საზღვარგარეთ ამჯერად ოჯახის წევრების გარეშე გაემგზავრა. სოფომ ამერიკის ერთ-ერთ სამშობიაროში 2 ივნისს იმშობიარა. მის ფეხმძიმობაზე ჭორები ხშირად ვრცელდებოდა, თუმცა სოფო საზოგადოებაში გავრცელებულ ჭორ-მართალს საჯაროდ არასდროს პასუხობდა.

მომღერლის პირად ცხოვრებას აქტიურად განიხილავენ, ის კი კვლავინდებურად დუმს. სოფო ნიჟარაძე 1986 წლის 6 თებერვალს დაიბადა. ის მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორია. დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზია (ნიჭიერთა ათწლედი). შესრულებული აქვს ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2010 წლის მაისში საქართველო წარადგინა ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით Shine, მაშინ ქულათა საერთო ჯამით მე-9 ადგილზე გავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0