ერთღიანი პაუზის შემდეგ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ახალი ტალღა დაიწყო

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 731 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 888-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

გუშინ, დილით შემთხვევების მატება არ დაფიქსირებულა, ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ 879 იყო. ეს პირველი შემთხვევა იყო 26 თებერვლის შემდეგ, როდესაც საქართველოში კორონავირუსი პირველად გამოვლინდა. თუმცა, მოგვიანებით ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი ვირუსი სამ ადამიანს დაუდგინდა. 

ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 731 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0