ვინ გახდება წლის საუკეთესო მასწავლებელი? – ცნობილი გახდა უძლიერესი პედაგოგების ლონგ-ლისტი

© National Teacher Prize"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო"
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წელს საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი მარნეულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოში შეარჩიეს საუკეთესო ათი პედაგოგი, რომლებიც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" მოსაპოვებლად იბრძოლებენ, ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ირმა შიოლაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი პოეტი გერმანიაში ლიტერატურული პრემიით დააჯილდოეს

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" – ეს არის გლობალური კამპანია „მასწავლებლის მსოფლიო პრემიის" (The Global Teacher Prize) ნაწილი, რომლის ფარგლებში მსოფლიოს ყველაზე გამოჩენილ მასწავლებელს 1 მილიონი დოლარის ოდენობით ფულად პრემიას გადასცემენ.

საქართველომ ეროვნული შერჩევის ეტაპზე უძლიერესი პედაგოგების ლონგ-ლისტი წარმოადგინა. საინტერესოა, რომ კონკურსანტების გრძელ სიაში ცხრა ქალი და ერთი მამაკაცია.

ასე რომ, წლის საუკეთესო პედაგოგის ტიტულისთვის იბრძოლებენ ციცინო გობაძე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სოფიო გოგოხია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სალომე გოჩოლეიშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც უცხო ენის მასწავლებელი, ნათელა დავითაია – სენაკის მუნიციპალიტეტის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი, მარინე ვართუმაშვილი – ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი.

დისტანციური სწავლა - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: დისტანციური სწავლა შეიძლება შემოდგომაზეც გაგრძელდეს

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" კანდიდატები ასევე არიან ანა კინწურაშვილი – თბილისის კერძო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, მარინე ფორჩხიძე – რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, თეონა შერაზადიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ელზა ხარშილაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯაროს სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, და ერთადერთი მამაკაცი – ივანე დიდებელი – ორბეთის საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა "ახალი თაობის" ინგლისური ენის მასწავლებელი.

„საუკეთესო მასწავლებლის" ტიტულის მფლობელის ვინაობა 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გახდება ცნობილი. იგი ფულადი ჯილდოს სახით 10 ათას ლარს მიიღებს. გარდა ამისა, საუკეთესო ათეულის ყველა მონაწილეს „ლიბერთი ბანკი" დააჯილდოებს.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" განათლების კოალიციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.

2019 წელს საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი მარნეულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0