ბინები სამხედროებს შეღავათიან ფასად: ვინ ისარგებლებს პროექტით

© photo: Government of Georgia / FBირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედროებს ბინის ღირებულების მხოლოდ ნაწილის გადახდა მოუწევთ. უპრეცედენტო შეთავაზებას სამხედრო მოსამსახურეები დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. განახლდება სამხედროებისთვის ბინებით უზრუნველყოფის პროექტი, რომლის თანახმადაც, სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო ქალაქში ბინების შეძენას თვითღირებულებასთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ფასში შეძლებენ, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

სუ-25 - Sputnik საქართველო
საქართველო იარაღის წარმოების დაწყებას აპირებს – რა გეგმები აქვს თავდაცვის უწყებას

შეღავათიანი ბინების პროექტი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. სამხედრო ქალაქი 1 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი – გენერლებზე, პოლკოვნიკებზე, ვიცე-პოლკოვნიკებზე, ასევე მაიორებზე, რომლებსაც ბინები დღემდე არ მიუღიათ, და სერჟანტთა კატეგორიაზე.

„სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროექტი განახლდება. ამ პროექტით ათასზე მეტ სამხედროს ექნება საშუალება, შეიძინოს ბინა – კვადრატული მეტრი დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში, ამისთვის მათ შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ არა ძვირადღირებული სესხებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი პირობების თანახმად, სამხედროებს ბინების ღირებულების 50%-ის გადახდა მოუწევთ.

კერძო კომპანიის ნაცვლად სახლებს თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია ააშენებს, რაც ბინების ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

სამხედრო მოსამსახურეებმა მიმდინარე წლის თებერვალში ნოტარიულად უკვე გააფორმეს ხელშეკრულებები თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ჩამოყალიბებულ ე.წ. ამხანაგობაში გასაწევრიანებლად.

ყველა ახალი ამბავი
0