საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ ექვსით გაიზარდა

© © Simon Dawson/Pool via REUTERSტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 697 ადამიანი, გარდაცვლილია – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3026, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 297 პაციენტია.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოში დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ექვსი შემთხვევა გამოვლინდა – თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტების ტესტის პასუხები დადებითი აღმოჩნდა.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის  ინფიცირებულთა რაოდენობამ 843-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 697 ადამიანი, გარდაცვლილია – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3026, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 297 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0