თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. მომღერალმა ლელა წურწუმიამ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ გადაწყვიტა საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდეს და ჯგუფ „ნონ სტოპთან” ერთად პირველი რეპეტიციაც გამართა.
View this post on Instagram
მომღერალმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას მიმართავს.
„7 მარტს მქონდა ბოლო კონცერტი და მას შემდეგ პირველად შევიკრიბეთ სარეპეტიციოდ, არ ვიცი რა რეკომენდაციები დაგვიწესა მთავრობამ, არც ის ვიცი კონცერტები იქნება თუ არა. მაგრამ ცუდად ვარ, არა მარტო მე, არამედ ბევრი ჩემი კოლეგა. ასე მაინც უნდა გავაკეთო ეს, რადგან ცუდად ვარ ჩემი საქმის გარეშე. ლილოს ბაზრობაც კი გახსნილია, მაგრამ ხელოვნება ადამიანის ყველაზე მთავარი საკვებია და ჩვენი სფერო არ უნდა დაიჩაგროს”, – აცხადებს მომღერალი.
View this post on Instagram🤗❤️დავემატეთ კლასტერს წურწუმია და ფაღავა🙌🏻🤣 @nanano_._ @mariography18 @mamulicha888
ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია პოპულარობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან. საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა.
View this post on Instagramგილოცავ დაბადების დღეს ჩემო მამულიკო🎂❤️🤗 @mamulicha888 მიყვარხარ❤️❤️❤️❤️#49
ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. ლელა წურწუმია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მომღერალია, რომლის კარიერაც 1991 წელს დაიწყო. ლელა 1969 წლის 12 თებერვალს თბილისში, მხატვრის ოჯახში დაიბადა. ჰყავს დედა, ორი და, მეუღლე და ქალიშვილი მარიკო მამულაშვილი.