რა უნდა ლიკა ყაზბეგს ჩაჩავას კლინიკაში – ზაფხული 2020 და თემა, რომელზეც ბევრმა არ იცის

გამოწერა
პანდემიის აქტიურმა პერიოდმა, სავარაუდოდ, გადაიარა, ზაფხული მოვიდა და, ბუნებრივია, ჩვენც გადავხედეთ გარდერობს, რომლისთვისაც აქამდე, გასაგებ მიზეზთა გამო, ვერ მოვიცალეთ.

ამიტომ ახლა ისევ გააქტიურდა თემა – როგორ განვაახლოთ ჩვენი სამოსი და მოდის რა სიახლეები უნდა გავითვალისწინოთ მათი შერჩევის დროს. საამისოდ კი სააგენტო „ლიკა ყაზბეგის სამოდელო სახლის“ ხელმძღვანელსა და ქორეოგრაფს, ასევე პატარა დიზაინერების ლაბორატორიის დამაარსებელს, ცნობილ დიზაინერს ლიკა ყაზბეგს მივმართეთ.

მასთან საუბრისას გავიგეთ იმ სიახლის შესახებაც, რაც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია და დიზაინერის საქმიანობის კიდევ ერთ მხარეს მოიცავს...

© photo: courtesy of Lika Kazbegiლიკა ყაზბეგი
რა უნდა ლიკა ყაზბეგს ჩაჩავას კლინიკაში – ზაფხული 2020 და თემა, რომელზეც ბევრმა არ იცის - Sputnik საქართველო
ლიკა ყაზბეგი

- ლიკა, თავიდან იმის შესახებ, თუ რატომ დაიდო ბინა ლიკა ყაზბეგის სამოდელო სახლმა ჩაჩავას კლინიკაში?

- ჩაჩავას კლინიკასთან რამდენიმე თვეა ვთანამშრომლობ. მთელი დღეები იქ ვარ. როცა მირეკავენ მეგობრები და ნაცნობები (ვინც არ იცის) და მეკითხებიან, სად ხარო, ვპასუხობ, რომ ჩაჩავაში ვარ. მერე მიწევს იმის ახსნა, რომ ბავშვს არ ვაჩენ, არაფერი მაწუხებს და საერთოდ მშვიდობა მაქვს.

- კორონას დროს, ყველამ თუ არა, უმრავლესობამ შეძლო აესრულებინა ის ჩანაფიქრი, რასაც დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებდა, ლიკა ყაზბეგისთვის თუ იყო ასეთი მომენტი?

- პანდემიის დროს იმდენი ფილმი ვნახე, რაც ცხოვრებაში არ მინახავს. რადგან აქტიური ცხოვრება არ მქონდა, ამ პერიოდში ვირტუალურ სამყაროში გადავინაცვლე და იმ ემოციით ვიკვებებოდი, რასაც კინოხელოვნება გვაძლევს. ვიყავი შეყვარებული, მძულდა, მეშინოდა, მიხაროდა, ვიღებდი გაბედულ გადაწყვეტილებებს. ბაიკერიც ვიყავი, ხან ბანკებს ვძარცვავდი (მაგალითად, ესპანურ სერიალში „ქაღალდის სახლი“), ერთი-ორი კაციც შემომაკვდა და ასე გავიდა ეს თვე-ნახევარი. პანდემიის დროს ის დამემართა, რაც ბევრ სხვას – ისეთი ადამიანები მახსენდებოდა და მინდოდა მათთან კონტაქტი, ვინც საერთოდ არ მახსენდებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში…

© photo: courtesy of Lika Kazbegiლიკა ყაზბეგი
რა უნდა ლიკა ყაზბეგს ჩაჩავას კლინიკაში – ზაფხული 2020 და თემა, რომელზეც ბევრმა არ იცის - Sputnik საქართველო
ლიკა ყაზბეგი

- მოკლედ, კორონა „გადავაგორეთ“, ზაფხული მოვიდა და, ბუნებრივია, დავიწყეთ საუბარი მოდის ტენდენციებზე. შარშანდელისგან განსხვავებით რა თვალშისაცემი ცვლილება იქნება წელს?

- წელს ე.წ. „გაროშკებიანი“ – კოპლებიანი კაბები კვლავ მოდაშია, რაც მახარებს, რადგან ჩემს გარდერობში ყოველთვის მოიძებნება „კოპლები“ და მიყვარს. ფერებს რაც შეეხება, მოდაშია ელექტრიკი მწვანე, თეთრი ფერის შარვლები, ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, აქ ფერია დომინანტი. ყველაზე გამორჩეული და დიდი დოზით წელს მაინც ნეონის მწვანე ფერია.

- სამოსის მხრები კიდევ გაიზარდა?

- დიახ, მხრები ისევ იზრდება. უკვე რამდენიმე წელია დიდი მხრებია მოდაში.

© photo: courtesy of Lika Kazbegiლიკა ყაზბეგი ერთ-ერთი პროექტის დროს მონაწილეებთან ერთად
რა უნდა ლიკა ყაზბეგს ჩაჩავას კლინიკაში – ზაფხული 2020 და თემა, რომელზეც ბევრმა არ იცის - Sputnik საქართველო
ლიკა ყაზბეგი ერთ-ერთი პროექტის დროს მონაწილეებთან ერთად

- ოღონდ არა ლიპების ხარჯზე გადიდებული?

- ეს უკვე დიზიანერების და კონსტრუქტორების გადასაწყვეტია, რის ხარჯზე მისცემენ მხარს სიდიდეს.

- მოდი, იმ თემასაც შევეხოთ, რის შესახებაც საზოგადოებამ არ იცის...

- დიახ, ბოლო წლებია, მთელი ჩემი დრო და ენერგია ჩემს ერთ-ერთ საქმიანობას დავუთმე, რომლის შესახებაც ნაკლებად იცის საზოგადოებამ. ეს არის სიმაღლეში ზრდის ცნობილი პროგრამა, რომელიც აპრობირებულია და რომლითაც უკვე 17 წელია ვმუშაობთ. ამ ცენტრის შექმნას ჩემს მოდელებს უნდა ვუმადლოდე. სააგენტოში ხშირად გვსტუმრობდნენ ცნობილი დიზაინერები და ჩვენებებისთვის ირჩევდნენ გოგონებს. მუდმივად ისე ხდებოდა, რომ არჩევდნენ მხოლოდ მათ, რომელთა სიმაღლე 173 სანტიმეტრს აღემატებოდა. ჩემ ჩვენებებზე გამყავდა ისინი, ვისაც არ ირჩევდნენ, რადგან ჩემთვის სიმაღლეს იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც პროპორციებს და სხვა მონაცემებს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. მოკლედ, ყოველი კასტინგი ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო. მიწევდა მუდმივი გამამხნევებელი, დამამშვიდებელი თერაპიების ჩატარება გოგონებისთვის, რაც ხან გამომდიოდა, ხან არა. ამის გამო ბევრი კარგი პოტენციალის გოგონას გული აუცრუვდა სამოდელო სფეროზე და მეც წყალში მეყრებოდა ამდენი შრომა. ბუნებრივია, მე შეიძლება მათ ლამაზი სიარული ვასწავლო, დავხვეწო, ვიმუშაო მათ მანერებზე, მაგრამ თუ ვინმეს აკლდა ნანატრი სანტიმეტრები, აქ უძლური ვიყავი...

© photo: courtesy of Lika Kazbegiლიკა ყაზბეგის პატარა დიზაინერების ლაბორატორიის წევრები
რა უნდა ლიკა ყაზბეგს ჩაჩავას კლინიკაში – ზაფხული 2020 და თემა, რომელზეც ბევრმა არ იცის - Sputnik საქართველო
ლიკა ყაზბეგის პატარა დიზაინერების ლაბორატორიის წევრები

- ვინ დაგეხმარათ პრობლემის გადაჭრაში?

- მოხდა ისე, რომ გავიცანი ქალბატონი, რომლის ბიძა სიმაღლეში ზრდის სკოლის დამაარსებელი, ცნობილი ორთოპედი ანატოლი პალკოა. მაშინ გაჩნდა იდეა, რომ თბილისში მოდელებისთვის მსგავსი ცენტრი გამეხსნა. თუმცა მოდელების გარდა ამ ცენტრით ბევრმა სპორტსმენმა, მოცეკვავემ და ჩვეულებრივმა მოქალაქემაც ისარგებლა.

- ახალ ჩვენებაზე აუცილებლად უნდა გკითხო...

- კორონავირუსის გამო, სამწუხაროდ, არ ვიცი, როდის გავაკეთებ მორიგ პროექტს და ჩვენებას. ზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით სამოდელო სააგენტო და პატარა დიზაინერების ლაბორატორიაც სექტემბრამდე ისვენებს. უახლოეს მომავალში, როგორც კი დაგვტოვებს ვირუსი, მინდა ბიზნეს-ჩვენება გავაკეთო და მოვაწყო ჩემი უსაყვარლესი, მორიგი პროექტი “წარმატებული ქალი პოდიუმზე".

© photo: courtesy of Lika Kazbegiლიკა ყაზბეგი საკუთარი პროექტის "წარმატებული ქალი პუდიუმზე" მონაწილეებთან ერთად
რა უნდა ლიკა ყაზბეგს ჩაჩავას კლინიკაში – ზაფხული 2020 და თემა, რომელზეც ბევრმა არ იცის - Sputnik საქართველო
ლიკა ყაზბეგი საკუთარი პროექტის "წარმატებული ქალი პუდიუმზე" მონაწილეებთან ერთად

- დაასრულე აზრი – ქალი ყველა ასაკში მიმზიდველი იქნება, თუ...

- მე მაინც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვაფასებ ყველაფერს, ამიტომ ასე გეტყვით: ჩემი აზრით, ქალი ყველა ასაკში მიმზიდველი იქნება, თუ ივლის წელგამართული, სწორი ზურგით და პატარა ნაბიჯებით, ასევე თუ მას დახვეწილი მანერები და გამოხედვა ექნება...

 

ყველა ახალი ამბავი
0