COVID-19 საქართველოში: გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იზრდება

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება
ტესტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 818 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 686 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 13 ადამიანი.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19-სგან ერთ დღე-ღამეში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 818 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 686 გამოჯანმრთელდა. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს ხუთჯერ და მეტად აჭარბებს. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 13 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2902, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 249 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

 

ყველა ახალი ამბავი
0