02:51 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1948)
637 0 0

მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მეცო-სოპ­რა­ნოს ნინო სურ­გუ­ლა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ახ­ლეა – ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი დედა გახ­და

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. საოპერო მომღერალს ნინო სურგულაძეს ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა. ინფორმაციას მომღერალი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

მომღერალმა შვილებს ზაქარია და ნატალია დაარქვა და წერს, რომ აქამდე ასე არასდროს არაფერი გახარებია. ნინო სურგულაძემ ორსულობის შესახებ საზოგადოებას 2019 წლის დეკემბერში ამცნო.

ნინო სურ­გუ­ლა­ძე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გარ­და, ქველ­მოქ­მე­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. 42 წლის მეცო-სოპ­რა­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ნატ­ვრის ხე" ეხ­მა­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

ნინო სურ­გუ­ლა­ძემ გა­სუ­ლი რვა საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ოთხმო­ცამ­დე ბავ­შვს აჩუ­ქა სი­ცო­ცხლე – ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ფი­ნანსდა და ჩა­უ­ტარ­და ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი. ამას გარდა, "ნატ­ვრის ხის" ფონდმა დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ათა­სამ­დე ოჯახს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1948)

მთავარი თემები