13:53 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (308)
3753 0 0

მატარებელში მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და მგზავრობის პერიოდში მათ არ ექნებათ ნიღბის მოხსნის უფლება

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ, 15 ივნისიდან აღდგება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრთა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაყვანა 24 მარტს შეჩერდა.

„საქართველოს რკინიგზა“ მზადყოფნას გამოთქვამს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინოს და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყოს.  ამ მიზნით უკვე შეძენილია სადეზინფექციო საშუალებები და უკონტაქტო თერმომეტრები.

„საქართველოს რკინიგზის“ სამედიცინო სამსახურის უფროსის,  ნიკა კაჭარავას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებულია მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია:

  • ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს
  • მატარებელში შესვლისთანავე მგზავრებმა უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარებით
  • დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია.
  • მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და მგზავრობის პერიოდში არ აქვთ ნიღბის მოხსნის უფლება.
  • „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, შემოწმდა  სავენტილაციო სისტემა  და შესაბამისმა სამსახურებმა დადეს დასკვნა, რომ სავენტილაციო სისტემის გამოყენება მატარებლებში საფრთხის შემცველი არ არის.
„კონდიცირება-ვენტილაციასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მოხდა არსებული სისტემების შემოწმება და შესაბამისმა სამსახურებმა დადეს დასკვნა, რომ სისტემა ჰაერს იღებს გარედან, ხდება ამ ჰაერის ფილტრაცია ულტრაიისფერი სხივების საშუალებით, ყველა მიკრობისა და ბაქტერიის განადგურება. შესაბამისად, აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება ჩვენი მატარებლები“, – განაცხადა ნიკა კაჭარავამ.

რაც შეეხება სამგზავრო ბილეთის ფასს, საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასური არ გაძვირდება.

საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან აღდგა,  თუმცა, ამ დრომდე  ძალაშია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვა.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (308)

მთავარი თემები