საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Alexey Mayshevლაბორატორიაში
ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 663 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2955, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 276 პაციენტია.

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 808 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 663 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2955, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 276 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0