პირობები, რომლებიც თურქეთში მკურნალობის სურვილის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისტამბული
სტამბული - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდის, თუ რა აუცილებელი პროცედურების გავლაა საჭირო, რომ თურქეთის კლინიკებში მკურნალობა შეძლონ.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. იმისათვის, რომ თურქეთში სამკურნალოდ გაემგზავრონ, საქართველოს მოქალაქეებმა გარკვეული პროცედურები უნდა გაიარონ, ნათქვამია განცხადებაში თურქეთის საელჩოს Facebook-გვერდზე.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შემოღებული ახალი რეგულაციების თანახმად, თურქეთში სამედიცინო მომსახურების მისაღებად პაციენტებმა უნდა მიმართონ საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს (USHAŞ). 

Turkish Airlines  - Sputnik საქართველო
ფრენების აღდგენა: რას გვთავაზობენ ავიაკომპანიები 1 ივლისიდან – მიმართულებები, ფასები

თურქეთში სამკურნალოდ წასვლის სურვილის მქონე პაციენტები, პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდნენ პაციენტების მონიტორინგის სისტემაში – http://covid19st.ushas.com.tr. მოცემულ სისტემაში თავად პაციენტმა, მისმა ახლობელმა, საავადმყოფომ ან საშუამავლო ორგანიზაციამ უნდა გახსნას მომხმარებლის ანგარიში. რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.ushas.com.tr.

სააგენტო თავად დაუკავშირდება და ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის იმ პაციენტებს, რომლებიც თურქეთში სამკურნალოდ დაიშვებიან.

პაციენტებმა სამკურნალო–მიზნობრივი ვიზის ასაღებად საქართველოში თურქეთის წარმომადგენლობას უნდა მიმართონ.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კი, თუ საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე წარადგენენ საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს მოსაწვევ წერილს, ისინი გამონაკლისის სახით, ვიზის გარეშე დაიშვებიან თურქეთის ტერიტორიაზე. ერთ პაციენტთან ერთად დაიშვება არაუმეტეს ორი თანმხლები პირისა.

თურქეთში ჩასასვლელად პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სტამბულის აეროპორტით, სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტით, სტამბოლის საბიჰა გიოქჩენის სახელობის აეროპორტით, ანკარის ესენბოღას აეროპორტით, ანტალიის აეროპორტით, საავტომობილო გზით, კერძოდ, „სარფის“, „ქაფიქულეს“ და „ჰაბურის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით.

აეროპორტში ან სასაზღვრო პუნქტში პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს ჩაუტარდებათ PCR–ტესტი, რომელიც ფასიანი იქნება, იუწყება თურქეთის საელჩო.

ყველა ახალი ამბავი
0