04:33 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (225)
87 0 0

ეკატერინე ტიკარაძე პირობას დებს, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების სტრატეგიულ გეგმას.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, რომელთა აღმოფხვრასაც უწყება უკვე შეუდგა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე. 

ამასთან, მან ჟურნალისტებთან თავი შეიკავა სისტემაში ყველაზე სუსტი წერტილების დასახელებისგან და განაცხადა, რომ უფრო კორექტული იქნება, თუ ყველა დაელოდება ანგარიშის პარლამენტში წარდგენას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველაფერს უფრო გლობალურად მივუდგეთ, რათა გვქონდეს სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პერიოდში შეძლებს გასცეს შესაბამისი პასუხი ნებისმიერ გამოწვევას. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჯანდაცვის სისტემას. მხედველობაში მაქვს ის, რომ ჯანდაცვის სისტემაშიც გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაზეც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი განმარტებით, რამდენიმე დღის შემდეგ წარმოდგენილი იქნება სტრატეგიული გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი, თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი შემდგომი 4–5 თვის განმავლობაში და როგორ იგეგმება ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება როგორც ხარისხობრივი, ისე ინფრასტრუქტურული კუთხით. მისი სიტყვებით, ჯანდაცვის სისტემისადმი მიდგომა უფრო კომპლექსური გახდება. 

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მობილიზაცია გვქონდა გამოცხადებული და თქვენ დაინახეთ, რომ ის შედეგი, რომელიც ჩვენ დავდეთ, მიღწეულია ჩვენი ექიმების კვალიფიკაციის მაღალი დონით. ჩვენ სიკვდილიანობის ძალზე დაბალი და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა ძალზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატების მოწვევით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით 3 ივნისს უნდა გამოსულიყო, თუმცა ტიკარაძემ მათ მოსმენის მოგვიანებით დანიშვნა სთხოვა. 

მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ოთხ ძირითად საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს, მათგან ორი კორონავირუსის პანდემიასთან შექმნილ ვითარებას ეხება, დანარჩენი – სოციალური მუშაკების გათავისუფლებას და 520-ე დადგენილებას, რომლის ფარგლებშიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებში ტარიფების ერთიანი სისტემა შემოიღეს.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (225)

მთავარი თემები