საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / VItaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 644 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 304 პაციენტია.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 801 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 644 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 304 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0