„გირჩევთ სახე დაიფაროთ“ – რატომ ესხმიან გამვლელებს თავს ყვავები? – მიზეზი ცნობილია

CC0 / Pixabay / ყვავი
ყვავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ზოოპარკის დირექტორი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლის გამოც, ჩვეულებრივ, ყვავები ადამიანებს თავს ესხმიან.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ყვავების თავდასხმისა და აგრესიის მიზეზი ბუდიდან გადმოვარდნილი ბახალებია, მშობლების წყვილი ასე მათ გამვლელებისგან იცავს, განუცხადა Imedinews-ს თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.

თბილისის ზოოპარკში - Sputnik საქართველო
გურიელიძის განმარტება: რატომ არ იღებს სტუმრებს თბილისის ახალი ზოოპარკი

მისი თქმით, მოქალაქეებზე ყვავების თავდასხმა ყოველ წელს ამ დროს ხდება, როდესაც ბახალები ფრენას სწავლობენ და ბუდიდან ვარდებიან. მათ დასაცავად კი მშობლების წყვილი გამვლელებს თავს ესხმის.

გურიელიძე ამბობს, რომ მსგავსი რამ თავს მასაც გადახდა, რუსთაველის გამზირზე ბახალა იყო ჩამოვარდნილი და როდესაც ადგილზე გამოძახების შემდეგ მივიდნენ, თავს ყვავები დაესხნენ.

„ასეთ დროს მოქალაქეებს ვურჩევ, თავდასხმის დროს სახე დაიფარონ და მსგავსი ადგილების სიახლოვეს გავლას მოერიდონ. არანაირი მისტიკური მოვლენები არ ხდება, ყვავები თავიანთ ნაშიერებს იცავენ“, – განაცხადა გურიელიძემ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ესხმიან ყვავები თავს გამვლელებს. ხუთი ადამიანი კლინიკაშიც კი მოხვდა, რომლებმაც მსუბუქი დაზიანება მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0