17:59 12 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1192)
7710

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 640 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 13 ადამიანი.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19-სგან ერთ დღე-ღამეში ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 640 გამოჯანმრთელდა. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს ოთხჯერ აჭარბებს. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 13 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 304 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1192)

მთავარი თემები