Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რატომ არის სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებული უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში

© photo: Sputnik / Asatur Esayantsსიტუაცია სომხეთში
სიტუაცია სომხეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეიძლება თუ არა სხვა ქვეყნებში დასასვენებლად გამგზავრება, რატომაა სომხეთში მეტი ინფიცირებული, ვიდრე საქართველოში და როდის იქნება მზად კორონავირუსის ვაქცინა?

ამ და სხვა საინტერესო კითხვებს კორონავირუსთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მოსკოვის საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მიასნიკოვმა უპასუხა.

იგი პასუხობდა ჟურნალისტების კითხვებს Sputnik-ის მულტიმედიური პრესცენტრების მიერ ორგანიზებული მინსკი-მოსკოვი-ერევნის ვიდეოხიდის მსვლელობისას.

რატომ არ არის სომხეთში ისეთივე მდგომარეობა, როგორიც საქართველოში?

ჟურნალისტმა სომხეთიდან მიასნიკოვს დაუსვა კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ არის მეზობელ საქართველოში, რომლის მოსახლეობის რიცხოვნობა, მენტალიტეტი და დისციპლინა სომხეთის მსგავსია, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ისეთივე, რამდენიც სომხეთში რამდენიმე დღეში დაავადდა?

COVID-19-ის მკურნალობა - Sputnik საქართველო
რუსეთს შეუძლია ანტიკორონავირუსული პრეპარატის ექსპორტიორი გახდეს

ალექსანდრ მიასნიკოვმა იმით დაიწყო, რომ საქართველოში საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები მიიღეს. ექიმმა ხაზი გაუსვა, რომ ვირუსს ახასიათებს გარკვეული გენდერული და რასობრივი უპირატესობები. მაგალითად, ქალებზე ხშირად ავადდებიან მამაკაცები, აშშ-ში, ძირითადად, აფროამერიკელები და ლათინოამერიკელები ინფიცირდებიან.

„ამერიკაში - ზოგიერთ შტატში ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ფლორიდა - პენსიონერების შტატია, მაგრამ იქ არაფერი ხდება. დიდად არავინ გარდაცვლილა. ნიუ-იორკში მოდებულია, ფლორიდაში კი არა. ერთი შტატი ასეა, მეორე კი, ზუსტად ისეთივე - არა“, - ამბობს მიასნიკოვი და დასძენს, რომ იმ ადამიანებმაც კი, რომლებიც ერთად ცხოვრობენ ან ერთი თეფშიდან მიირთმევენ, შეიძლება ერთმანეთი არ დააავადონ. ყველაფერი უმეტესად დამოკიდებულია თითოეული ადამიანის იმუნიტეტზე, ფიქრობს მიასნიკოვი.

შეიძლება თუ არა დასასვენებლად წასვლა?

მიასნიკოვმა კითხვას, მოქმედებს თუ არა მაღალი ტემპერატურა კორონავირუსზე და შეუძლიათ თუ არა ადამიანებს სხვადასხვა ქვეყანაში დასასვენებლად წასვლა, უპასუხა, რომ მზის რადიაცია საკმაოდ აქტიურად კლავს ვირუსს.

„ამიტომ ყველაზე აქტიურ თვეებში, ივლისსა და აგვისტოში, იმედი გვაქვს, რომ ულტრაიისფერი სხივები თავის საქმეს გააკეთებენ. მაგრამ ვირუსი ისედაც კარგავს ძალას დროთა განმავლობაში და ზაფხულში ამოსუნთქვის შესაძლებლობა გვექნება. გავემგზავროთ! მე წავალ. ზღვაშიც პირბადის გარეშე ვიქნები“, - განაცხადა მიასნიკოვმა და დასძინა, რომ მთავარია დისტანციის დაცვა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, მოხარულია, რომ სხვადასხვა ქვეყნის საზღვრები თანდათანობით იხსნება.

„კორონავირუსი დღეს - ის კორონავირუსი არ არის, რომელიც იანვარში გვეწვია - ახალი, გაბრაზებული, მტაცებელი, ცხოველთა სამყაროდან. დღეს ესაა ვირუსი, რომელიც უკვე გაცხრილულია მილიონობით ადამიანში. ვირუსი იგივეა - სახელწოდება იგივეა, მაგრამ მისი საშიშროების ხარისხი დღითიდღე მცირდება“, - განაცხადა მიასნიკოვმა.

ექიმი არ უარყოფს, რომ მოსალოდნელია ვირუსის აფეთქებები, მაგრამ არა ისეთი საშიში და ფართომასშტაბიანი, თუ ვირუსი მუტაციას არ განიცდის. მიასნიკოვი ყველას ურჩევს, მგზავრობისას თან იქონიონ ნაღდი ფული და წამლები, რადგან ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება მოულოდნელად ჩაიკეტოს.

როდის იქნება მზად ვაქცინა?

მიასნიკოვის სიტყვებით, უახლოეს წლებში კორონავირუსის ვაქცინას ვერ მივიღებთ. მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება კიდეც, ჯობს აცრაზე უარის თქმა.

„მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მრავალ ლაბორატორიაში, მათ შორის, რუსეთში, შემუშავებულია ვაქცინური პრეპარატები - ეს არ არის ვაქცინები, რომლებიც მოხალისეების აცრის შემთხვევაში ანტისხეულებს წარმოქმნიან. რა სახის ანტისხეულებია? არ ვიცით. იმუნიტეტზე მოქმედებენ? არ ვიცით. გამძლეა? არ ვიცით. მათ შეუძლიათ საქმის კიდევ უფრო გაფუჭება, როგორც უკვე მოხდა MERS-ის ვაქცინის დროს, როდესაც ცხოველებს ცრიდნენ, ისინი კი ამ ანტისხეულებით უფრო მძიმედ ავადდებოდნენ კორონავირუსით“, - აღნიშნა მიასნიკოვმა.

ამიტომ ექიმი ხაზს უსვამს, რომ მილიონობით ადამიანის აცრამდე, ვაქცინა სრულიად უსაფრთხოდ უნდა ცნონ. ვაქცინა, საშუალოდ, 4-5 წლის განმავლობაში იცდება - ესეც საუკეთესო შემთხვევაში. ასე რომ COVID-19-თან ერთად ცხოვრება საკმაოდ დიდხანს მოგვიწევს.

ყველა ახალი ამბავი
0