სოციალურ ქსელში შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ულამაზესი ფოტოები ვრცელდება

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Torquay Palms / Summer in Torquayაყვავებული ტრახიკარპუს ფორჩუნა
აყვავებული ტრახიკარპუს ფორჩუნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 ივლისს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი დამთვალიერებლებს მიიღებს. მანამდე კი შეგიძლიათ ნახოთ, რა დაგხვდებათ იქ.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. სოციალურ ქსელში ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას მიერ გადაღებული ფოტოები გავრცელდა.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს ოფიციალურად გაიხსნება, მანამდე კი ფოტოების საშუალებით დენდროლოგიური პარკის ბინადრების და იქ არსებული ვითარების დათვალიერებაა შესაძლებელი.

დენდროლოგიური პარკი ოზურგეთის რაიონში წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე 60 ჰექტარზე, ზღვასა და მთას შორის არის გაშენებული.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მსოფლიოში არსებულ შვიდ დენდროლოგიურ პარკს დამატებული მერვე – შეკვეთილის პარკი ყველაზე მრავალფეროვანი და მასშტაბური იქნება.

აქ თავმოყრილია არა მხოლოდ ქართული, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები.

მსოფლიოსა და საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან პარკში გადარგული ხეების გამო დენდროლოგიური პარკის გაშენებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დენდროლოგიური პარკების შექმნაზე კოლოსალურ ფულს ხარჯავს. მისი თქმით, ეს ფული არ ღირს ამ საქმედ, თუმცა მზადაა ამაზე თვალი დახუჭოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ბიუჯეტში უკვე შევიდა 14 მილიონი ლარი, ასევე შეიძინეს სამი ბორანი და სატვირთო ავტომობილი, რომლებსაც უზარმაზარი ხეების გადატანა შეუძლიათ. ეს ყველაფერი მომავალში საქართველოს დარჩება.

ყველა ახალი ამბავი
0