კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა თბილისს უკავშირდება

© Sputnik / Alex Shlamovპოლიცია მეტროს სადგურის ჩასასვლელს აკონტროლებს
პოლიცია მეტროს სადგურის ჩასასვლელს აკონტროლებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველა წყარო ცნობილია – ეს არის ძირითადად თბილისი, მარნეული და ბოლნისი.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი 11 ახალი შემთხვევიდან რვა ე.წ.  საბურთალოს ჯაჭვს უკავშირდება, ხოლო სამი – ქვემო ქართლის რეგიონს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში დაავადების ახალი წყაროები არ არის. ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს 54 ინფიცირებული, აქედან 6 მარნეულიდან და ბოლნისიდანაა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
საჭირო გახდება თუ არა რეგულაციების გამკაცრება – მარინა ეზუგბაიას განმარტება

ეზუგბაია ვარაუდობს, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერი არ გაფართოვდება. მიმდინარეობს ყველა კონტაქტის შესწავლა, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დაავადების ამ ჯაჭვთან. ქვეყანაში შეზღუდვების ხელახლა შემოღების აუცილებლობა არ არის, აღნიშნა მან.

საქართველოში რესტორნები ამუშავდა – რეკომენდაციები და მოთხოვნები>>

„მათი კონტაქტების, ყველას იზოლაცია მოხდა, ყველას კვლევა წარმოებს, არა მგონია, მოხდეს ამ კლასტერის გავრცელება და გაბევრება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური კუთხით ყველაზე დიდი პრობლემა იყო ბოლნისის რაიონის სოფლებში გეთა და მუშევანი. თუმცა სამუშაოებმა, რომლებიც იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შედეგი მოიტანა. იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის შემდეგ აქ არ იქნება ინფიცირებული კონტაქტების დადასტურებული შემთხვევები, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე საშიში პერიოდი გადალახულია, განაცხადა ეზუგბაიამ.

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება, ის არსად წასულა“, – აღნიშნა მან.

ვახტანგ ბოჭრიშვილის სახელობის თბილისის კლინიკაში 11 ახალი პაციენტია კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, აქედან ოთხი ე.წ. საბურთალოს ჯაჭვს უკავშირდება, ხოლო კიდევ ოთხი – ბოლნისის ჯაჭვს.

ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სულ კლინიკაში კორონავირუსის 29 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან შვიდი 18 წლამდე ასაკის პაციენტია.

სოლოღაშვილის განცხადებით, მათ 11 დადასტურებული შემთხვევა შეემატათ. აქედან ოთხს დიაგნოზი მათ კლინიკაში დაუსვეს, ხოლო შვიდი უკვე დადასტურებული დიაგნოზით შევიდა. შვიდი უკავშირდება „საბურთალოს კლასტერს“, ხოლო ოთხი – ბოლნისის.

ახალი პაციენტებიდან განსაკუთრებული ყურადღება ერთს ესაჭიროება. ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი ახალი პაციენტი კვლევის ჩატარებას ელოდება.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამგვარად, დღეისათვის ეს ვირუსი 794 ადამიანს დაუდგინდა.

გამოჯანმრთელდა 624 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2494, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 301 პაციენტია.

ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან ორი არასრულწლოვანი გამოჯანმრთელდა>>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0