პლუს 19: საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება
ტესტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 624 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 12 ადამიანი.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19-სგან ერთ დღე-ღამეში 19 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 624 გამოჯანმრთელდა. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს ოთხჯერ და მეტად აჭარბებს. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2494, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 301 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0