საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორიაში
ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 624 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2494, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 301 პაციენტია.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

გამოჯანმრთელდა 624 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2494, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 301 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0