13:45 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები (205)
88910

მოთხოვნები არ ვრცელდება სამუშაო ადგილებზე და მათთან დაკავშირებულ ხმაურზე, ასევე საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო და საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. ქუთაისის მუნიციპალიტეტში ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება აიკრძალება, ხოლო ხმაურის დასაშვები ნორმების გადაჭარბება გაკონტროლდება, შესაბამისი დადგენილება მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო.

დოკუმენტი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესებსა და გაფრთხილების ფორმებს განსაზღვრავს.

ღამის საათებში იგულისხმება დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე.

დადგენილების თანახმად, გამონაკლისი დაიშვება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი).

გარდა ამისა, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები გაკონტროლდება.

ამ წესის მოთხოვნები არ ვრცელდება სამუშაო ადგილებზე და სამუშაო გარემოში წარმოქმნილ ხმაურზე, საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო და საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე, დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე, საღმრთო მსახურების ჩატარებაზე, სხვადასხვა რელიგიური წეს-ჩვეულებებისა და ცერემონიების დროს განხორციელებულ აქტივობებზე.

უცხოურ თვითმფრინავებს საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, ხმაური აეკრძალოთ >>

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას უზრუნველყოფს ზედამხედველობის სამსახური, რომელიც გასცემს გაფრთხილებებს და გამოწერს ჯარიმებს. დამრღვევი ჯარიმის გასაჩივრებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან შეძლებს. მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

თემები:
საქართველოს რეგიონები (205)

მთავარი თემები