Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძის მოულოდნელი ჰობი – რით არის გატაცებული თავისუფალ დროს დიზაინერი?

© Photo: Anouki Areshidze / FBანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერის მეუღლეს ახალი ჰობი გაუჩნდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ანუკი მიწათმოქმედებას დაიწყებდა? ნახეთ მისი მოყვანილი მარწყვი.

„ჩვენი მარწყვები“ - ამ სათაურით ვიდეო ანუკიმ კახეთიდან, მამის ფერმიდან გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, თვითიზოლაციამ დიზაინერის შეხედულებები და ინტერესები შეცვალა. ანუკი მრავალწლოვან ბალახს დასტრიალებს. მას ახალი ჰობი პანდემიის პერიოდში გაუჩნდა. თუმცა წყნეთის სახლის დათვალიერებისას, ასევე მისი ბლოგის გადახედვისას ბუნებისადმი დიზაინერის დამოკიდებულება ნათლად ჩანს. ანუკი არეშიძე უსიმპათიურესი ვაჟების სურათების გაზიარებას არ წყვეტს. საზოგადოებას ბავშვების გართობა-მოგზაურობის ფოტო-ვიდეოებს აქტიურად უზიარებს. მის ობიექტივში ვაჟები ყველაზე საყვარელ ვითარებაში ხვდებიან.

View this post on Instagram

This small lake is creation of my dad🤍

A post shared by ANOUKI ARESHIDZE (@anoukigold) on

დიზაინერი ნიკოლა კალაძეს სიტყვების წარმოთქმაშიც ავარჯიშებს. პატარა ბიჭუნამ პირველი სიტყვები დედის დახმარებით თქვა. ნიკოლა კალაძე საფრანგეთში დაიბადა. ანუკი არეშიძემ ვაჟი 2018 წლის სექტემბერში გააჩინა. წყვილი შვილის სახეს დიდი ხნის მანძილზე მალავდა. პოპულარულმა მშობლებმა საზოგადოებას ნიკოლა კალაძე გაქრისტიანების შემდეგ აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული ცოლ-ქმრის სოციალური ქსელები შვილების სურათებითაა აჭრელებული, ანუკის ასოციალურმა აქტივობამ შოკი გამოიწვია.

ის ნარგავებს გაფაციცებით უვლის. ანუკიმ სათანადო აღჭურვილობაც მოიმარაგა და მიწაზე სამუშაოდ შესაფერისი სამოსიც მოირგო. ცისფერი თავშალი, „ოვერსაის“ პიჯაკი და შარვალი და, რაც მიწაზე სამუშაოდ ყველაზე მნიშვნელოვანია, რეზინის ფეხსაცმელი. და... ყოფილი მოდელი ამ შემთხვევაშიც ტრენდულად გამოიყურება.

ანუკი არეშიძეს და კახა კალაძეს ოთხი ვაჟი ჰყავთ. მშობლები უსიმპათიურეს შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ და ულამაზეს სურათებს აქვეყნებენ. წყვილის უფროსი ვაჟი 12 წლისაა, მეორე შვილი კახაბერი 8 წლის გახდა, ხოლო ვაჩე კალაძე მალე 6 წლის გახდება. აღსანიშნავია, რომ ისინი მუდამ ერთად მოგზაურობდნენ, თუმცა პანდემიის პერიოდში მხოლოდ სახლის ეზოში ახერხებდნენ გართობას.

ყველა ახალი ამბავი
0