საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

© Sputnik / Viktor Kaminskyსაქალაქო ტრანსპორტი
საქალაქო ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 600 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2966, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 757 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

გამოჯანმრთელდა 600 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2966, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ინფექციონისტების განხცადებით, COVID-19-ის ახალი შემთხვევების ინფიცირების წყარო უკვე ცნობილია. 

„11 დადასტურებული შემთხვევიდან ორი არის ბოლნისის ცნობილი წყარო, დანარჩენი ცხრა არის უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულები, ყველა ცნობილია. გრძელდება კვლევა თუ არსებობს ამ წყაროში კიდევ ინფიცირებულები“, - განაცხადა თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოში ახალი კლასტერი არ გამოვლენილა.

ამ კვირის პირველ დღეებში კორონავირუსის სულ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა - 1-3 ერთ დღეში. გუშინ 8 ახალი შემთხვევა დაემატა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ნახტომისებური ზრდა მკაცრი შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0