საქართველოში მაღაზიები იხსნება: რა წესების დაცვა მოუწევთ „შოპინგის“ მოყვარულებს

© Sputnik / STRINGERსავაჭრო ცენტრი Galleria Tbilisi
სავაჭრო ცენტრი Galleria Tbilisi  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მყიდველებს არაერთი რეკომენდაციის დაცვა მოუწევთ.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. მაღაზიები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში განთავსებული, მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებენ – საქართველოს მოსახლეობა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საყიდლებზე წასვლას შეძლებს გარკვეული რეკომენდაციების დაცვის პირობით.

თავდაპირველად სავაჭრო ობიექტების გახსნა ივნისის ბოლოსთვის იგეგმებოდა. მაგრამ პრემიერმა გიორგი გახარიამ ოთხშაბათს უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე ამ პროცესის დაჩქარების შესახებ გააკეთა განცხადება.

მაღაზია Zara - Sputnik საქართველო
პროფილაქტიკისთვის: საქართველოში ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილში გასახდელები უქმდება

სპეციალისტების რეკომენდაციების თანახმად, სავაჭრო ცენტრების შესასვლელებში განთავსდება სადეზინფექციო ბარიერი და თერმოკამერა ტემპერატურის გასაზომად. აუცილებელი იქნება სამედიცინო პირბადის გაკეთება, დისტანციის დაცვა – ერთი მყიდველი ხუთ კვადრატულ მეტრზე. თუ მაღაზიაში ბევრი ხალხი მოგროვდება, დანარჩენებს გარეთ მოცდა მოუწევთ.

„შოპინგი“ გაზომვის გარეშე – საქართველოში წარმოდგენილმა საერთაშორისო ბრენდებმა, ქვეყნის მთავრობის მიერ დადგენილი წესების გარდა, პროფილაქტიკის მიზნით დამატებითი შეზღუდვებიც შემოიღეს. ზოგიერთ მაღაზიაში მყიდველი ვერ იპოვის გასასინჯ ოთახს, თუმცა შეძლებს სამოსის სახლში წაღებას გასაზომად და თუ არ მოერგება, მის დაბრუნებას ან გადაცვლას. დაბრუნებულ საქონელს გასაყიდად მხოლოდ სათანადო წესით დამუშავების შემდეგ გამოიტანენ.

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა>>

სამაგიეროდ მომხმარებელი საქართველოში დამზადებული ტანსაცმლის გაზომვას შეძლებს – ქართველმა დიზაინერებმა გადაწყვიტეს გაზომვის შემდეგ სამოსი ორთქლით დაამუშაონ.

მაღაზიასთან - Sputnik საქართველო
როდის გაიხსნება მაღაზიები საქართველოში – პრემიერმა თარიღი დაასახელა

გასასინჯ ოთახებს მყიდველები იპოვიან „ბუტიკებშიც“, რომელთა მფლობელები ფიქრობენ, რომ დისტანციური ვაჭრობის შემდეგ მყიდველისთვის ყველაზე დიდი კომფორტი – სამოსის მოსინჯვა და ადგილზე არჩევაა. ამიტომ ისინი გაითვალისწინებენ მხოლოდ მთავრობის რეკომენდაციებს.

საქართველოში მაღაზიები მარტის შუა რიცხვებში დაიკეტა. აპრილის ბოლოს მუშაობის განახლების უფლება მისცეს მაღაზიებს, რომლებსაც პირდაპირ ქუჩიდან ჰქონდათ შესასვლელი, თუმცა ეს არ ეხებოდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს.

საქართველოში შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. 29 მაისიდან ქვეყანაში ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რესტორნები ღია ცის ქვეშ შეძლებენ მუშაობის განახლებას 1 ივნისიდან, დახურული დაწესებულებები კი – 8 ივნისიდან.

ყველა ახალი ამბავი
0