17:23 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (116)
66 0 0

ბიოდეგრადირებადი პარკები მზადდება ბუნებრივი პროდუქტისგან, რომელიც ადვილად იხრწნება მიწასთან შეხებისას, შესაბამისად, გარემოზე უარყოფით ეფექტს არ ახდენს.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდა, ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წარმოების პროცესს შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნო.

„ეკო ჯორჯია“ საქართველოში ერთადერთი საწარმოა, სადაც არა მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები, არამედ მისთვის საჭირო ნედლეულიც მზადდება. 

საწარმო „ეკო ჯორჯია" სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ამოქმედდა, მას გორში 3 355 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით სამი მილიონი ლარია. ამ დროისთვის ადგილზე 25 ადამიანია დასაქმებული, თუმცა მომავალში იგეგმება 100-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.

ბიოდეგრადირებადი პარკები მზადდება ბუნებრივი პროდუქტისგან, რომელიც ადვილად იხრწნება მიწასთან შეხებისას, შესაბამისად, ის გარემოზე უარყოფით ეფექტს არ ახდენს.

საქართველოს მაღაზიებში პოლიეთილენის პაკეტების გამოყენება 2019 წლის 1 აპრილიდან აკრძალულია. გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ცვლილებები შევიდა „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესახებ" ტექნიკურ რეგლამენტში.

რეგულირების წესების დარღვევისთვის მეწარმე სუბიექტი პირველ ჯერზე 500 ლარით, ხოლო იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, მოხდება საქონლის კონფისკაცია.

პოლიეთილენის პაკეტის გამოყენება გლობალური მასშტაბის პრობლემაა. ბუნებაში მის დაშლას არანაკლებ 400 წელი სჭირდება.

 

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (116)

მთავარი თემები