16:17 12 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
80 0 0

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 15 მარტის შემდეგ სტუმარი არცერთ ღამის კლუბს და ბარს არ ჰყოლია

თბილისი, 26 მაისი - Sputnik. ბარებისა და კლუბების საინიციატივო ჯგუფი მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავს და სექტორის ამოქმედებისთვის საკუთარ ხედვას სთავაზობს.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 15 მარტის შემდეგ სტუმარი არცერთ ღამის კლუბს და ბარს არ ჰყოლია.

ბარებისა და კლუბების წარმომადგენლები დღეს დედაენის ბაღში შეიკრიბნენ და საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრეს. მათი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი.

როგორც ბარებისა და კლუბების საინიციატივო ჯგუფი  აცხადებს, მათ სექტორზე კორონავირუსის პანდემია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები იმდენად მძიმედ აისახა, რომ ბევრი მათგანი გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა.

„დროულად თუ არ მოგვეცემა დახურული სივრცეების გახსნის შესაძლებლობა, გვაქვს ინიციატივა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ, ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შევქმნათ სარეკრეაციო, ქვეყნის ტურისტული საიმიჯო პროდუქტი - „გადარჩენის პარკი“, სადაც უკვე არსებული დახურული ბარები წარმოადგენენ თავის ღია ვარიანტს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკები“, -აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბარებისა და კლუბების წარმომადგენლების განცხადებით, იმისათვის, რომ სექტორმა სრულად შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის დაბრუნება, აუცილებელია მინიმუმ ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების კუთხით.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება >>

მთავრობის ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმის თანახმად, ყველა ტიპის რესტორანი და კვების ობიექტი მეხუთე ეტაპზე, ხოლო გასართობი საქმიანობა ბოლო, მეექვსე ეტაპზე უნდა დაშვებულიყო, რაც დაახლოებით ივნისის პერიოდს მოიცავს.

მთავარი თემები